მაღალყოვლადუსამღვდელოესი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით

საიტი ეძღვნება ქართველ მოწამეებს აჭარაში,
ლაზეთსა და ტაო-კლარჯეთში გაბრწყინებულთა

მოწამეები აჭარის წმინდა ადგილები ფოტოგალერეა

შესავალი. მოწამეთა მიწა

მთისა და ზღვის, მზისა და ხილის, კავკასიური სტუმართმოყვარეობის და თვითმყოფადი სამზარეულოს, სანაპიროებისა და ძველი დანგრეული მონასტრების ქვეყანა- ჩვეულებრივ ასე წარმოგვიდგება საქართველო. უცხოელი ტურისტისთვის კიდევ უფრო ნაკლებად ცნობილია აჭარა, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, რომელიც ჩვენს დროში გახდა საზღვაო ტურიზმის ცენტრი ამ კავკასიურ ქვეყანაში.

აჭარის ცენტრი - ბათუმი, ისევე როგორც საქართველოს დედაქალაქი- თბილისი, წარმოადგენს მილიონობით ტურისტის ძირითად სამიზნეს, რომლებიც ყოველწლიურად სტუმრობენ საქართველოს.

თუმცა, კაზინოებისა და ფასადების, ქართული სამზარეულოს, რესტორნებისა და ტურისტული მარშრუტების მიღმა, იმალება სრულიად განსხვავებული საქართველო. ღვთისმშობლის წილხვედრი და 17 საუკუნოვანი მართლმადიდებლური ტრადიციის მქონე ქვეყანა, რომელიც შეღებილია მოწამეთა სისხლით, რომელთაც ქრისტესთვის მიიღეს სიკვდილი. არაბები, სპარსელები და თურქები რიგრიგობით ცდილობდნენ მისი უძველესი ისტორიის განმავლობაში წაერთვათ მისი საფუძველთა საფუძველი - მართლმადიდებლური რწმენა. მთელი ისტორიის განმავლობაში საქართველოს რეგიონებმა გადაიტანეს არაერთი დევნა დამპყრობელთა მხრიდან. ყველაზე მეტად კი, ალბათ, მოწამეობრივი სისხლით შეიღება აჭარის მიწა, რომელიც 300 წელზე მეტხანს იყო ოსმალთა უღელქვეშ.

„ახ.წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისში საქართველოს ტერიტორიაზე გამოიკვეთა ორი კულტურული მხარე- დასავლეთი და აღმოსავლეთი მხარე, რომლებიც შეესაბამებოდა საქართველოს გამაერთიანებელ ორ მთავარ ტომს- დასავლურს და აღმოსავლურს. დასავლეთ კულტურული მხარე, კერძოდ, შეიცავდა დასავლეთ საქართველოს, მდინარე ჭოროხის აუზს და შავი ზღვის სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილს.

აჭარის შესახებ ცნობა გვხვდება ძვ.წ. V-VI სს-ში . სახელწოდება ბათუმი და ბათუმ ხშირად იხსენიება ბიზანტიურ წერილობით წყაროებში ძვ.წ. მე-4 საუკუნეში.

დიმიტრი ბაქრაძის მიხედვით, აჭარის ტერიტორია ძვ.წ. მე-3 მოიცავდა მიწას სამცხედან შავ ზღვამდე, ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა შავშეთი, აღმოსავლეთის საზღვარი გადიოდა ბახმაროს ქედზე, ჩდილო-დასავლეთით სარფის სოფელს აღწევდა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით მდ. სუფსამდე გადიოდა.

ასევე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ უძველეს ისტორიულ წყაროებში აჭარა ხშირად იხსენიება, როგოც ქვეყანა აჭარა.

აჭარა, როგორც მკაფიოდ გამოკვეთილი საქართველოს ადმინისტრაციული ერთეული, არსებობს ძვ.წ. IV-III-ში. კერძოდ ეს დასაბუთებულია ძველი ქართველი ისტორიკოსის, ლეონტი მროველის ნაშრომში და ფარნავაზ მეფის ცხოვრებაში, რომელიც ძვ.წ. მე-3 საუკუნეში ცხოვრობდა, რომლის დროსაც აჭარა წარმოადგენდა საქართველოს ფარგლებში შემავალი ექვსი ადმინისტრაციული ცენტრიდან ერთ-ერთს.

გეოგრაფიული მდებარეობით აჭარის ყოფენ ორ ნაწილად: საზღვაო და მთიანი, რომლებიც სხვადასხვა დროს ერთად ან ცალ-ცალკე შედიოდნენ სხვადასხვა სამეფოების შემადგენლობაში. კერძოდ, ძვ.წ. მეორე ათასწლეულის ბოლოს აჭარის ქალაქები, ბათუმის ციხე, გონიო და სხვები, შედიოდნენ ძველი კოლხეთის შემადგენლობაში. კოლხეთის სამეფო იკავებდა დიდ ტერიტორიას, რომელიც იწყებოდა თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიიდან იწყებოდა და გრძელდებოდა შორს ჩრდილოეთსა და დასავლეთამდე შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ. აღმოსავლეთ რომის იმპერიის დროს კოლხეთის სამეფო იწოდებოდა ლაზიკად. ის იწყებოდა ბზიბის ხეობიდან(აფხაძეთში) და მდინარე ჭოროხამდე გრძელდებოდა .იუსტინიანეს ბრძანებით ლაზიკის საზღვართან ააშენეს ახალი გამაგრებული ქალაქი, რომელსაც პეტრა დაარქვეს. ამ ქალაქის გალავნის კედლები, რომლებიც მაღალ ციცაბო კლდეზე არის აშენებული, ჩვენს დრომდე არის შემონახული. (ციხისძირში, ქობულეთსა და ბათუმს შორის). იუსტინიანეს ჩანაფიქრით, პეტრა უნდა ყოფილიყო რომაული სამხედრო ძალების მთავარი ბაზა ლაზიკაში და სტრატეგის რეზიდენცია. ეს ციხესიმაგრე არაერთხელ იყო გამოყენებული სამხედრო მიზნებში. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ 542 სპარსელებმა რომაულ გარნიზონს დარტყმა სწორედ პეტრას ციხესიმაგრეში მიაყენეს.

სულ მალე კოლხიდა დაიმორჩილა პონტოს სამეფომ, რომელიც სელევკიდთა სამეფოს დაშლის შედეგად წარმოიქმნა.თვითონ პონტოს სამეფო კი, უპირატესად ქართველებით იყო დასახლებული. თავის მხრივ, რომაელებმა მიაყენეს გამანადგურებელი დარტყმა პონტოს სამეფოს.

მე-5 საუკუნეში კოლხიდა და ლაზიკა გადაიქცა სპარსელებსა და ბერძნებს შორის სასტიკი ბრძოლის არენად, რომელშიც ბერძნებმა გაიმარჯვეს.. ამ დროისთვის აჭარის ტერიტორია შედის იბერიის სამეფოს შემადგენლობაში, რომელსაც ვახტანგ გორგასალი მეთაურობდა. ის, სამცხესთან ერთად, ქმნის ცალკე ადმისტრაციულ ერთელს იბერიის სამეფოში. სომეხი გეოგრაფის ა. შირაკაცის ცნობით მე-7 საუკუნეში აჭარა ცალკე ერთეულს წარმოადგენდა. მე-8 საუკუნეში ბიზანტია ხაზარებთან ერთად ეომება საქართველოს. შემდეგ იწყება არაბეთის დაპყრობითი ომები და მე-8 ს-ის დასაწყისში არაბეთის გარნიზონები უკვე ლაზიკის დედაქალაქ ციხე-გოჯში იდგნენ. მე-9 საუკუნის საუკუნის დასაწყისისთვის არაბებმა მოახერხეს ქართლის სამეფოს განადგურება. არაბების შემდეგ იწყება თურქების გამაჩანაგებელი და სისხლიანი ლაშქრობები. მათ ლაშქრობები 1065 და 1068 წლებში უშედეგოდ დასრულდა, ხოლო 1080 წლიდან თურქეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომებმა ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო.

მე-9 საუკუნეში ტაო-კლარჯეთის სამეფოს შექმნით აჭარა ფეოდალური საქართველოს ცენტრში აღმოჩნდა.მე-12 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე-14 საუკუნემდე აჭარა მესხეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა და ცალკე სათავადოს წარმოადგენდა.

მე-15 საუკუნის მეორე ნახევრიდან ოსმალეთის იმპერიამ ხელთ ჩაიგდო ჭანეთი(ლაზისტანი) და მთელი საათაბაგოს და საქართველოს დასაპყრობად იბრძოდა. 1461 წელს თურქებმა დაიპყრეს ტრაპეზუნტის იმპერია. მდინარე ჭოროხის მაცხენა სანაპიროზე გამაგრებულებმა ავაზაკური თავდასხმა მოაწყვეს ბათუმზე და მთელ აჭარაზე. ამ დროისთვის განსაკუთრებით გართულდა საქართველოს სახელმწიფოს მდგომარეობა, რადგანაც მას მოუწია ორ აგრესიულ მეზობელთან დაპირისპირება: ოსმალეთთან და სეფეიდთა ირანთან. ირანელები იყვნენ შიიტები- თერქები კი სუნიტები. მე-15 საუკუნის დასაწყისშივე ირანსა და თურქეთს შორის დაიწყო ომი, რომელიც 50 წელი გრძელდებოდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოწინააღმდეგე ძალები აწაარმოებდნენ უსასტიკესს ბრძოლებს ან ემზადებოდნენ მათთვის. მათი ბრძოლის არენად იქცა: ირანის, შირვანის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორია აჭარის ჩათვლით.

თურქეთის იმპერიის გაძლიერება დაემთხვა საქართველოს ფეოდალური სამეფოების გახლეჩის პერიოდს. მე-15 საუკუნის დასაწყისში სამცხე საათაბაგო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა აჭარა, გამარჯვებული გამოვიდა იმ ბრძოლიდან, რომელსაც ის საქართველოს სამეფოებთან აწარმოებდა. ამ დროისთვის სამცხის საათაბაგო ფაქტიურად უკვე გადაიქცა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. თუმცა სამცხის საათაბაგო ნაკლებად იყო დაცული თურქეთის თავდასხმებისგან. 1526-1547 წლებში თურქები აწაარმოებდნენ გამუდმებულ ბრძოლებს ბათუმის დასაპყრობად. თურქებმა 1550-1552 წლებში თანდათან მოახერხეს ციხისძირის მისაკუთრება მდინარე კინტრიშამდე ტერიტორიით. თურქეთ-ირანის 1555 წელს დადებული ზავით საქართველო გაყოფილი იყო მათ შორის, ქართლ-კახეთი გადაეცა ირანს, ხოლო იმერეთი თურქეთს. რაც შეეხება სამცხე საათაბაგოს, ის იყო გაყოფილი ორ ნაწილად. დიდი ნაწილი ირანის გამგებლობაში შევიდა. თუმცა მალე თურქეთმა წაართვა ირანს ამ რეგიონის მთელი დასავლეთი ნაწილი(ტაო, შავშეტი და კლარჟეთი). 1564 წელს თურქეთმა ფაქტიურად გაიმყარა თავისი ძალაუფლება მდ. ჩოლოქამდე არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ისტორიულად გადიოდა აჭარის საზღვარი მის მეზობელ საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულთან-გურიასთან.

ამგვარად, თურქების მიერ აჭარის დაპყრობის შედეგად ის დიდი ხნის განმავლობაში მოწყდა საქართველოს დანარჩენ ნაწილს. საქართველო ძალდატანებით ახდენდა აჭარის ქრისტიანული მოსახლეობის ისლამიზაციას. აჭარის სახელმწიფო ენად აჭარაში გამოცხადდა თურქული.

თურქების მიერ აჭარაში დაწესებული გადასახადები ძალიან დამქანცველი იყო მოახლეობისთვის. მოსახლეობას უხდებოდა გადახდა მიწის გამოყენებისათვის, პურის წარმოებისთვის და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. ისინი ასევე იხდიდნენ საქონლის შენახვისთვის, წისქვილის და სასაფლოების გამოყენებისთვისაც. მოსახლეობა თავისი ხარჯით ინახავდა რელიგიის მსახურებს. ცალკე გადასახადი იყო სამოქალაქო მდგომარეობის (ცოლ-ქმრობის, დაბადების, სიკვდილის) და იურიდიული მომსახურებისთვის. დამატებითი გადასახადები დადგინდა ღორების შენახვისთვის.

დაპყრობილი აჭარის ტერიტორია ორ ადმინისტრაციულად ნაწილად გაიყო ბათუმის და აჭარის სანჯაკებად1. 1. ბათუმის საჯაკი შევიდა ტრაპეზუნტის ვილაიეტში, ხოლო აჭარის დანარჩენი ახალციხის პაშალიკში. 1829 წელს ახალციხე შევიდა რუსეთის შემადგენლობაში და ამის შემდეგ აჭარა დარჩა ოსმალეთის იმპერიაში და ადმინისტრაციულად ეკუთვნოდა ლაზისტანის პაშალიკს. იყო დრო, როდესაც აჭარის ნაწილი შედიოდა ერზრუმის ან ჩილდირის ვილიატში, ხოლო სხვა ნაწილი, მაგალითად, მაჭახელა, აჭარის ადმინისტრაციული საზღვრის გარეთ რჩებოდა.

ასეთ მოდგომარეობას არ შეეძლო არ გამოეწვია უკმაყოფილება მოსახლეობაში. ამიტომაც თურქეთის ბატონობის პერიოდში აჭარაში ხდებოდა უამრავი აჯანყება, შეტაკებები და ბრძოლები. აჭარის ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მიზნად ისახავდა თურქეთის მიერ მიწების გათავისუფლებას და სამცხე-საათაბაგოს აღდგენას გურჯისტანის სახელწოდებით, რომელშიც აჭარასთან ერთად უნდა შესულიყო ახალციხე და სამხრეთ საქართველოს სხვა ტერიტორიები...2

კიდევ უფრო სამწუხარო ბედი იწვნია საქართველოს ძველმა მხარემ, ტაო-კლარჯეთმა, რომელიც თანამედროვე აჭარის სამხრეთით არის განლაგებული, დღევანდელი თურქეთ-საქართველოს საზღვრის მეორე მხარეს. დღევანდელი თურქული მხარეები-ყარსი,არდაღანი და ართვინი მდებარეობენ იქ, სადაც ადრე ტაო-კლარჯეთის სამეფო იყო განლაგებული, რომელიც მე-8 საუკუნეში დაფუძნდა. დღევანდელ დღემდე ამ თურქულ მიწებზე შესაძლებელია ქართული მართლმადიდებლური არქიტექტურის ძეგლების პოვნა, ხოლო ზოგიერთ სოფლებში დღემდე ლაპარაკობენ ქართულ ენაზე. ეს ყველაფერი მიუხედავ საუკუნოვანი დარბევის, იმათი მოკვლით, ვისაც არ სურდა ქრისტეს უარყოფა, ქართული ენის აკრძალვით და ტაძრების დანგრევის ფონზე. ეს მიწები ოსმალური უღელისგან განთავისუფლდნენ 1877 წელს რუსი ჯარის მიერ და სან-სტეფანის ზავით რუსეთის შემადგენლობაში შევიდნენ, რომლის შემადგენლობაშიც იყო დანარჩენი საქართველო. თუმცა ბრესტის ზავით ეს მიწები ისევ თურქეთის შემადგენლობაში შევიდა, ისევე როგორც ბათუმის მხარე. 1918-1921 წლებში მომხდარი ბრძოლების შემდეგ, ყარსის შეთანხმების შედეგად, ართვინი, არდაღანი და ყარსი თურქეთის მხარეს დარჩა, ხოლო ბათუმი და თანამედროვე აჭარის ტერიტორია საბჭოთა კავშირის მხარეს.

ამგვარად დაბრუნდა მუსულმანთა მმართველობა სამხრეთ აჭარის ტერიტორიაზე და ტაო-კლარჯეთის მიწებზე, ხოლო აჭარის ჩრდილოეთი მიწები ქრისტეს რწმენის სხვა მდევნელთა, ბოლშევიკთა, ხელში ჩავარდა.

თვით ის ფაქტი, რომ არსებობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ისლამიზაციის შედეგს წარმოადგენს, რომელიც ქართველებით დასახლებულმა ამ რეგიონმა განიცადა. 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით, თურქეთი იძულებული იყო დაეთმო აჭარის ძირძველი ქართული მიწები, თუმცა იმ პირობის გამოტყუებით, რომ ის იქნებოდა ავტონომია რელიგიური ნიშნით- იმ დროისთვის აჭარის მოსახლეობის უმრავლესობა იყო ძირძველი. თუმცა, აჭარლებს იხსენიებდნენ ტერმინით ქართველი მუსლიმები. უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ქართული მიწები, რომლებიც თურქეთის მხარეს დარჩა, შევიდოდა საქართველოს შემადგენლობაში, მათი მოსახლეობაც აჭარლებად მოიხსენიებოდა.

თუმცა, დღევანდელ დღეს ტერმინი აჭარელი სრულებითაც აღარ აღნიშნავს მუსულმანს. ეს კი შეიცვალა იმის წყალობით, რასაც დღეს „აჭარის სასწაულს“ უწოდებენ.

იმის შემდეგ, რაც გადაიტანა მონღოლური უღელი, რუსეთის იმპერიის დაცემა და მას მოყოლებული საბჭოთა კავშირის ათეისტური რეჯიმი, აჭარაში დაიწყო სწორედ ის სასწაული: როდესაც ათიათასობით აჭარელმა ისმინა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მოწოდება საკუთარ მშობლიურ რწმენაში დასაბრუნებლად და მიიღო წმ. ნათლობა

ამის შესახებ გვიყვება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი:

საერთოდ,ივერიის ქრისტიანიზაცია ჩვენი ეპარქიიდან დაიწყო. ჩვენი ეპარქია ანდრია მოციქულს ეკუთვნის, მე მხოლოდ მისი მოადგილე ვარ(იღიმის). აქ, ზემო აჭარაში, შემორჩენილია მთავარანგელოზთა ტაძრები, რომლებიც ანდრია მოციქულმა ააშენა. ეს ევროპაში პირველი ტაძარია! სწორედ აჭარიდან მოდიოდნენ საქადაგებლად სვიმეონი და ანდრია მოციქული. შემდეგ ისინი აქ იყვნენ სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად. პირველი მოწამეობრივად აღესრულა სოხუმში, მეორე კი ბათუმში.( მისი წმ. ნაწილები გონიოს ციხეშია დასვენებული და გათხრების დამთავრების შემდეგ ჩვენ ვაპირებთ იქ ტაძრის აშენებას.)

თუმცა მე-16 საუკუნის დასაწყისიდან აჭარა გახდა თურქული აგრესიის უწყვეტი სამიზნე. დამპყრობლებმა თანდათან გაამუსულმანეს მოსახლეობა და გაანადგურეს ყველა ტაძარი, გარდა სხალთისა. სამჯერ ცდილობდა ხოჯა მისი ზღურბლის გადაბიჯებას, თუმცა ქვის ძლიერი დარტყმით განგმირული ეცემოდა ძირს. ტაძარმა თურქებში გაითქვა სახელი ადგილობრივი შაიტანის სახელწოდებით და თავი დაანებეს მას.

მოგზაურთა მოწმობით, მე-17-19 საუკუნეებში აჭარაში იყო ფარული ქრისტიანები. თუმცა, სამწუხაროდ, ისინი ბოლოს და ბოლოს მუსულმანები გახდნენ.

1878 წელს რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად აჭარა განთავისუფლდა თურქული უღელისგან და რუსეთის იმპერიას შეუერთდა. თურქები შეცვალა ბოლშევიკებმა, მუსულმანებზე საშიშმა. სხვა ყველაფერთან ერთად, მათ ააფეთქეს ალექსანდრე ნეველის ეკლესია, რომელიც აშენებული იყო თურქებზე გამარჯვების საპატივცემოდ, მის მაგივრად კი ააშენეს სასტუმრო „ინტურისტი“.

და აი, როცა მე მოვედი აქ 1989 წელს... უწმინდესი ხშირად მობრძანდებოდა ბათუმში. ჩვენ ერთად ავდიოდით მთებში, სხალთის უძველეს ტაძარში, რომელიც 1989 წელს ვაკურთხეთ. მაშინვე ვაკურთხეთ 1000 ადგილობრივი აჭარელი მუსლიმი. ამ წელსვე ღვთის წყალობით ბათუმში გავხსენით ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი. ეს ის ტაძარია სადაც იღებდნენ თენგიზ აბულაძის ფილმს, „მონანიებას“. შემდეგ კი დაიწყო მასობრივი ნათლობა მთელი აჭარის მასშტაბით. 1991 წლის 13 მაისს ჩვენ მოვნათლეთ ბათუმში 5 ათასი მუსულმანი და ათეისი. უწმინდესი პატრიარქი, როდესაც იხსენებდა მაშინ საქართველოს ისტორიას, ამბობდა: „ საქართველომ კი არ უნდა მოაქციოს აჭარა ქრისტიანობაზე, არამედ აჭარამ ჩვენ„. ახლა ჩვენ ვამთავრებთ წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მშენებლობას ზუსტად თურქეთის საზღვარზე. ეპარქიაში გვაქვს 4 დედათა მონასტერი და ორს კიდევ ვაშენებთ.გვაქვს მამათა მონასტრებიც. ისტორიული ტაძრები აღარ შემოგვრჩა, ყველა ახალია სხალთის გარდა. კინტრიშის ხეობაში დარჩა ხინოს დანგრეული ტაძარი, რომელიც ძველი საკათედრო ტაძარი იყო. რუსეთ-თურქეთის დროს თურქეთმა ააფეთქა ეს ტაძარი. ჩვენ ვაკურთხეთ იქ მონასტერი, აღვადგინეთ ტაძარი. ამავე ხეობაში, 2 წლის წინ, ვაკურთხეთ დედათა მონასტერი და კიდევ ერთი ლამაზი ტაძარი ანდრია პირველწოდებულის სახელზე. ბათუმთან ახლოს ვაშენებთ ტაძარს „ყოველთა ქართველთა წმინდანთა“ სახელზე. გავხსენით საეკლესიო ბავშვთა სახლი, ფუნქციონირებს სათნოების სავანე მოხუცთათვის, დიდება უფალს ყველაფრისათვის!“. ( ინტერვიუ ... საიტიდან)

თუმცა, მიუხედავად იმ უდიდესი მისიონერული წარმატებისა, რომელიც მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განახორციელა აჭარაში, დღეს მისი მთიანი რეგიონი, მოცილებული ზღვას და ტურისტულ ზონას, რჩება მუსულმანური და ამ რწმენას უწოდებენ „წინაპართა რწმენას“, რომელიც ადრე ცეცხლითა და მახვილით იქნა მოხვეული თავს. აჭარის და ტაო-კლარჯეთის მოწამეთა ისტორიამ ჩვენამდე მხოლოდ უმცირესი ნაწილით მოაღწია. სამწუხაროა, მაგრამ ხშირად ეს მოვლენები გამოცანად რჩება იმათი შთამომავლებისთვისაც, ვინც თავისი სიცოცხლე გასწირა ქრისტესთვის, როგორც თანამედროვე აჭარლებისთვის, ასევე იმ ქართველებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ტაო-კლარჯეთში. წყაროების უმრავლესობამ ჩვენამდე არ მოაღწია.

თუმცა, ჩვენამდე მოღწეული მცირედითაც შესაძლებელია ფარდა ავხადოთ წარსულს და დავინახოთ მოწამე ხალხის ისტორია, რომლებმაც ევროპისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს და ცოცხალ ფარად გაუხდნენ ისლამურ ექსპანსიას მე-15-18 საუკუნეებში. ეს ისტორია მოგვიყვება თუ როგორ ნადგურდებოდა ტაძრები და მონასტრები, როგორ ხოცავდნენ დასახლებებში ქრისტეს ერთგულებისთვის ათასობით და ათიათასობით ადამიანს, როგორ იღებებოდა წითლად მთის მდენარეები მოწამეთა სისხლისგან და როგორ მალავდა მიწა მდინარის მსგავსად უდანაშაულოდ დაღუპულთა ნეშტებს. 3 000 წელზე მეტხანს ცდილობდნენ ოსმალები შეექმნათ საიმედო ზურგი ჩრდილოეთისკენ წასასვალელად. ეს ზურგი უნდა ყოფილიყო ქრისტიანთაგან დაცლილი, მათი ერთმორწმუნეები, რომელთა ლოიალობაშიც არ იქნებოდა საეჭვო არაფერი. ისინი ქართველთა გადასახლებას სხვა დაპყრობილ ქვეყნებში ხშირად ცვლიდნენ მოსყიდვით, დაშინებით, დარბევით და მკვლელობებით.

მხოლოდ ღვთისთვის არის ცნობილი ქართველ წმინდანთა სახელები, რომლებიც გაბრწყინდა მაშინ ზეციურ წიგნში. მათი განდიდება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მოხდა 2003 წელს. სავსებით შესაძლებელია, რომ ის „აჭარის სასწაული“, რომლითაც გამშვენდა მიტროპოლიტ დიმიტრის და ბათუმის ეპარქიის მოძღვართა მისიონერული საქმიანობა, სწორედ აჭარაში გაბრწყინებული ჩვენთვის უცნობი წმინდანების ლოცვით მოხდა.

საქართველო წმინდა მიწაა. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგებულ ამ პატარა მიწაზე თავმოყრილია ბევრი საერთო ქრისტიანული სიწმინდეები - მაცხოვრის და ღვთისმშობლის კვართი, წმ. მოსაგრეთა და განმათლებელთა წმ ნაწილები. აქ სახარების სიტყვა იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა, მატათა(რომლის საფლავიც ბათუმშია, გონიოს ციხეში) და სვიმონ კანანელმა. სიწმინდეთა რაოდენობით საქართველო ჩამოუვარდება ალბათ მხოლოდ პალესტინის წმინდა მიწას და ძველი ბიზანტიის იმპერიას. ალბათ, სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო. ძველი კოლხიდა ხომ წილისყრით ღვთისმშობელს ერგო წილად და მისი წილხვედრი გახდა სამუდამოდ. ოსმალური ბატონობის შემდეგ არც ისე ბევრი სიწმინდე აღინიშნება აჭარის რუკაზე. თუმცა, საქართველოს ზუსტად ეს ნაწილი უნდა იყოს აღნიშნული რუკაზე როგორც მთლიანი სიწმინდე - მიწა, რომელიც შეღებილია მოწამეთა სისხლით.

ღვთის გასაოცარი განგებულებით, აჭარელი და კლარჯეთელი წმინდანების შესახებ ხსოვნა შემორჩენილია იმ ხალხში, რომელთაც არ გააგრძელეს მათი გზა- ქართველ მუსლიმებში. ზუსტად მათ სოფლებში არის შემორჩენილი გარდამოცემა და თაობებში შემონახული ხსოვნა იმათ შესახებ, ვინც რწმენით და სულით ძლიერი აღმოჩნდა და ქრისტესთვის ეწამა.

მე-19 საუკუნის დასაწყისში და მე-20-ს დასაწყისში, ქართველმა განმანათლებელმა ზაქარია ჭიჭინაძემ მოინახულა აჭარა და მასში განმანათლებლური საქმეებით იყო დაკავებული. მან შეაგროვა გადმოცემა ამ ადგილების მუსუმანიზაციის შესახებ. მის მიერ შეგროვებული ცნობები გამოიცა წიგნად, რომელსაც ჰქვია საქართველოს გამაჰმადიანება“, რომელიც დღესდღეისობით ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროდ ქართველ წმინდათა შესახებ, რომლებიც აჭარაში და მის მეზობელ ადგილებში ეწამნენ.

1. სანჯაკი- ადმინისტრაციული მხარე ოსმალეთის იმპერიაში, ვილაიეტი-ოლქი, პაშალეკი-რეგიონი

2. აბაშიძე- „ ოსმალთა მიერ აჭარის დაპყრობა“