მაღალყოვლადუსამღვდელოესი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით

საიტი ეძღვნება ქართველ მოწამეებს აჭარაში,ლაზეთსა და ტაო-კლარჯეთში გაბრწყინებულთა

​ 4. ართვინის მოწამეები

4. ართვინის მოწამეები

ოსმალთა მიერ ქართული მიწების ისლამიზაციის პირველი ტალღა არ დამთავრებული შემდგომი შემოსევებით. ქრისტეს ყველა ერთგულთა ამოხოცვას შეიძლება გამოეწვია მოსახლეობისგან დაცლა ან იძულება მთელი მოსახლეობის მხრიდანა აჯანყების მოწყობის. თურქები ითვალისწინებდნენ ამას. შედეგად იგივე ართვინის რაიონში დარჩა არამცირე რაოდენობა ქრისტიანებისა. თურქებმა ყურანი დაიმოწმეს და მათ დამატებით ხარკი დააკისრეს- ჯიზია:

ებრძოლეთ იმათ, ვისაც არ სწამს ალაჰი და დღე უკანასკნელი, არ იკრძალავენ იმას, რაც აკრძალა ალაჰმა და მისმა მოციქულმა, და არ აღიარებენ სჯულს ჭეშმარიტებისას“ (9:29).

ჯიზია (არაბ. جزْية‎‎) — სულადი გადასახადი, რომელსაც არაბთა სახალიფოში, შემდგომ კი სხვა სახელმწიფოშიც, იხდიდნენ არამუსლიმანი ქვეშევრდომები (ზიმიები) - სრულწლოვანი, შრომისუნარიანი მამაკაცები (ქალები, ბავშვები, მოხუცები, მონები, მათხოვრები, ბერმონაზვნები ჯიზიისაგან თავისუფლდებოდნენ).

ჯიზიას იხდიდნენ ყოველწლიურად ფულით ან ნატურით. მუსლიმანური სამართლის მიხედვით ჯიზიას იხდიდნენ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ძალითაც არამუსლიმანებს სიცოცხლისა და საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტია ეძლეოდათ. ასეთ შემთხვევაში ჯიზია ხშირად კომლობრივ გადასახადს წარმოადგენდა. ასე იყო, მაგალითად საქართველოში არაბთა დაპყრობების დროს.

როგორც ზემოთ მოყვანილი ციტატიდან ჩანს, ოსმალთა იმპერიაში ქრისტიანად ყოფნა ნიშნავდა არამარტო დამატებითი გადასახადების გადახდას, (რომლის ოდენობა შეიძლება იმდენად დიდი ყოფილიყო, რომ ადამიანი მონაც შეიძლება გამხდარიყო) არამედ ფაქტიურად უუფლებოდ ყოფნას. ტაძართა შეკეთება ან მათი აშენება ქრისტიანთათვის შეუძლებელი რჩებოდა, რადგან ითხოვდა სტამბოლთან შეთანხმებას. ჯიზიის გადაუხდელობის შემთხვევაში ქრისტიანს შეიძლება დაეკარგა თავისი ქონება, გადაესახლათ სხვაგან, ხოლო მათი ცოლები და ქალიშვილები მონები და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამხდარიყვნენ. ინგრეოდა ტაძრები, ხოლო მოსაგრეები, რომლებშიც ოსმალები საფრთხეს ხედავდნენ ქრისტიანობის ავტორიტეტის ამაღლებით, იდევნებოდნენ. მე-17 და მე-18 საუკუნეებში ოსმალთა მიერ დაპყრობილ მიწებზე დევნის ახალმა ტალღამ გადაიარა. ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო იმპერიის ჩრდილოეთ მხარეს ქართლის სახელმწიფოს გაძლიერების პროცესი და რუსეთის ზემოქმედების გაძლიერება, რომელიც მაშინ მართლმადიდებელი ქრისტიანების როლში გამოდიოდა და პოტენციურად შეიძლება მართლმადიდებელ ქართველთა მოკავშირე გამხდარიყო. შესაძლებელია ქრისტიანთა მიმართ ახალი დევნის დაწყების სხვა მიზეზიც ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, ახალი დევნულების მიზანი აღარ იყო ქრისტიანთა რიცხვის შემცირება და ნაწილობრივი ისლამიზაცია ან მოსახლეობის ალიმილაცია. არა, მათი მიზანი იყო სრული ისლამიზაცია და სრული განადგურება ქართული ნაციონალური იდენტურობის განადგურება. ამ პერიოდში მძიმე ჯიზიის ტვირთვაც კი აღარ იყო ისლამის მიღების ალტერნატივა. ალტერნატივა მხოლოდ ერთი რჩებოდა- სიკვდილი. ვინც ისლამს მიიღებდა იმას აძალებდნენ საკუთარი დამწერლობის, შემდეგ კულტურის და ენის უარყოფასაც.

ბ. ლუკა ანდღულაძე უყვება ზაქარია ჭიჭინაძეს ისტორიას, რომელიც წიგნის ბოლოში გვხვდება: «რუსეთმა რომ ბათუმი ჩაიბარა, მე მაშინ სამსახურში შეველ, მალე ბათუმში ვიქმენ განწესებული და იქიდგან გურიის მილიციაში ვემსახურებოდი. აჭარის ჩაბარების შემდეგ მე აქედ ვმსახურობდი, ხან აჭარაში, ხან ზეგანს, ლივანას და მურღულის ჩაბარებაშიაც თვით ვიყავ დამსწრე და მონაწილეობის მიმღები. იმ დროებში ჩვენ აქ ძლიერ ბევრი ღრმად მოხუცებული ქართველ-მაჰმადიანები ვნახეთ, რომელნიც ლაპარაკობდნენ თამამად შემდეგს:

მას შემდეგ სამი თაობა გავიდა, რაც ართვინის ხალხი კლარჯეთამდის გამაჰმადიანდაო. ართვინელნი დიდად მაგრობდნენ და ამიტომ ოსმალოსაგან დიდძალი ჯარის კაცი იქმნა მოგზავნილი და ამ ჯარის კაცებმა ქრისტიანობის გულისთვის 1400 ქართველს მოსჭრეს თავი და ეს თავები ჭოროხში ჩაყარესო. აქეთ ბევრ მოხუცებულთ ახსოვთ გაგონილი ამბავი, რომ ქრისტიანობის გულისთვის ერთს დროს ქართველთ 1400 კაცს მოსჭრეს თავიო. მოხუცებულთა ფიქრით ეს უნდა მომხდარიყოს 1740 წლებში.»

აღსაღნიშნია, რომ როდესაც ზაქარია ჭიჭინაძე წერს თავის წიგნს „დასავლეთ საქართველოს ისლამიზაცია“, აჭარის საზღვრები განსხვავებული იყო, ვიდრე ახლა. რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად, 1878 წელს სან-სტეფანში დადებული მშვიდობიანი ზავით, რუსეთის იმპერიაში შევიდა არამარტო თანამედროვე აჭარის ტერიტორია, არამედ საქართველოს ისტორიული ტერიტორიები ტაო-კლარჯეთი, ერუშეთი, ზეგანი და სხვა. ამის შედეგად, ისე ჩანდა, თითქოს თურქული უღელი ამ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სამუდამოდ დამთავრდა. ეს გრძელდებოდა 1921 წლამდე.

სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდში მსახურობდა მილიციაში ზემოთ ხსენებული ლუკა ანრღულაძე.

თუმცა 1921 წელს, უკვე ბოლშევიკთა მიერ, (რომლებიც მხარს უჭერდნენ ათათურქის რეჟიმს) თურქეთან დაიდოს ყარსის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ტერიტორიის ნახევარზე მეტი თურქეთს გადაეცა, მათ შორის აქამდე ომით ისევ უკან გამოტაცებული ართვინი, ტაო-კლარჯეთი, ზეგანის მნიშვნელოვანი ნაწილი და სხვა. საქართველოსთვის ამ სააკვანო ადგილები დღესდღეიოსობით მხოლოდ ქართული ტაძრებით გვახსენებენ მის ქართულ ისტორიას. მაგრამ მიწიერი ისტორიის გარდა, არსებობს ზეციური ისტორია, რომელიც ჩაწერილია თვით უფლის ცხოვრების წიგნში. და იქ, უფლის საყდართან 1400 ართვინის მოწამე ლოცულობს საქართველოსთვის და მშობლიური ქალაქისთვის. თუმცა მასში დავიწყებულია ქართული ენა, თუმცა მის დანგრეულ ტაძრებზე უხილავად აღესრულება ანგელოზების მიერ ქრისტიანული მსახურება.