მაღალყოვლადუსამღვდელოესი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით

საიტი ეძღვნება ქართველ მოწამეებს აჭარაში,ლაზეთსა და ტაო-კლარჯეთში გაბრწყინებულთა

​7. შავშეთის და აჭარის ისლამიზაცია

7. შავშეთის და აჭარის ისლამიზაცია

თურქული საზღვრის მხრიდან, ბათუმიდან 137 კილომეტრში, თურქული ქალაქის არდაღანის მიმართულებით მდებარეობს ქართული დასახლება შავშეთი. დღეს ის ატარებს თურქულ სახელს შავშათს. არდაღანის ჩრდილოეთით არის ადგილი, რომელსაც ჰქვია ერუშეთი, რომლის ისტორიული ცენტრი იყო იგივე სახელის მქონე ქალაქი, ცნობილი როგორც შუასაუკუნეების ქრისტიანობის ცენტრი. ეს ქალაქი მჭიდროდარის დაკავშირებული საქართველოს მონათვლასთან მე-4 საუკუნეში მეფე მირიანის დროს.

მე-11 საუკუნის ავტორი, ეპისკოპოსი ლეონტი მროველი, თავის შრომაში „ქართველ მეფეთა ცხოვრება“, ერთ-ერთ თავში, რომელსაც ჰქვია „ქართლის მოქცევა წმ.ნინოს მიერ“, რომ ქართლის დედაქალაქის მცხეთის მოქცევის შემდეგ „მაშინ წარავლინა მირიან მეფემან ეპისკოპოსი იოვანე და მის თანა წარჩინებული ერთი წინაშე კოსტანტინე მეფისა, და ითხოვა ნაწილი ძელისა ცხოვრებისა, რომელი მას ოდენ ჟამსა გამოეჩინა ღმრთის-მოყუარესა ელენე დედოფალსა. და ითხოვნა მღდელნი მრავალნი, რათა განავლინნეს ყოველთა ქალაქთა და ადგილთა და ნათელს-ცემდენ ერსა, რათა მსწრაფლ ნათელ-იღოს ყოველმან სულმან ქართლისამან. და ითხოვნა ქვით-ხურონი აღშენებისათჳს ეკლესიათა.

„ვითარ მიიწივნეს წინაშე კოსტანტინე კეისრისა, სიხარულით მოანიჭა ნაწილი ძელისა ცხოვრებისა, და ფიცარნი იგი, რომელთა ზედა ფერჴნი დამსჭუალულ იყვნეს უფლისანი და სამსჭუალნი ჴელთანი. და წარმოგზავნნა მღდელნი და ხურონი ფრიად მრავალნი: რამეთუ კოსტანტინე მეფემან მეფობასა შინა მისსა აღაშენა წმიდა ეკლესია, ტაძარი ღმრთისა ხუთასი. და მოსცა განძი დიდ-ძალი ეპისკოპოსსა იოვანეს და უბრძანა: „სადა-ცა ჯერ იჩინო ადგილთა ქართლისათა, აღაშენენ ეკლესიანი სახელსა ზედა ჩემსა; და ნიჭნი ესე დაამკჳდრენ ქალაქთა ქართლისათა“.

„და წარმოვიდა ეპისკოპოსი და მის თანა მოციქული. და ვითარ მოიწივნეს ადგილსა, რომელსა ჰქჳან ერუშეთი, და დაუტევნა ხურონი საქმედ ეკლესიისა: დაუტევნა განძი და სამსჭუალნი უფლისანი და წარმოვიდა. და დაუტევნა წუნდას ხურონი და განძი და, რაჟამს ეწყო ოდენ ეკლესიასა, წარმოვიდა და მოვიდა მანგლისს, და იწყო ეკლესიასა შენება; და დაუტევნა ფიცარნი იგი უფლისანი.

„მაშინ შეწუხნა მირიან მეფე ამისთჳს, რამეთუ პირველ არა სამეუფოსა ქალაქსა მოვიდეს, არამედ სხუათა ქალაქთა და ადგილთა იწყეს შენებად ეკლესიათა და დაუტევნეს ნაწილნი. ხოლო მოვიდა წმიდა ნინო წინაშე მეფისა და რქუა; „ნუ სწუხ, მეფეო, რამეთუ ესრეთ ჯერ არს: სადა-ცა მოვიდოდიან, დასთესვიდენ სახელსა ღმრთისასა. ხოლო არს ქალაქსა ამას შინა სამოსელი იგი დიდებული უფლისა“.

როდესაც ოსმალები მოვიდნენ ამ მხარეში, ხალხი მათ სხვადასხვაგვარად ხვდებოდა. იყვნენ ისეთები, რომლებიც ვინც შიშის ან მოსყიდვის და პრივილეგიების დაპირებით, უღალატეს წინაპართა რწმენას და მიიღეს ისლამი. იყვნენ ისეთები, რომლებმაც აიღეს ხელში ხმალი, რათა დაეცვათ მართლმადიდებლობა. იყვნენ ისეთებიც, ვინც სიმდაბლით, უფლის მიბაძვით მიიღო სიკვდილი თავისი რწმენისთვის, გაიმეორეს რა პირველი საუკუნეების წმინდანების ღვაწლი.

აბდულ-ეფენდი მიქელაძის მონათხრობი: « შავშეთი იმიტომ გამაჰმადიანებულა, რადგანაც ამაზე წინად გოლა გამაჰმადიანებულა, ერუშეთი, თორთომი და თავსკერი ( თაოსკარი); ამათ შემდეგ ჩვენ გავმაჰმადიანებულვართ, ახალციხე იმ დროს გამაჰმადიანებული ყოფილა. ფოცხოს და ქვაბლიანსაც ცოტათი წინად დაუწყვეს გამაჰმადიანება; იქ ხალხი არ თათრდებოდა, ბევრნი აქეთ იქით გაიქცნენ, სოფლებში, ბევრი სახლები ცარიელი დაშთა, იქ ოსმალთა თათრები მირეკა და დააყენა; ბოლოს იქაურნიც გამაჰმადიანდნენ, მოსულ ხალხში აირივნენ და თავიანთი ენა დაჰკარგეს ჩვენ ცოტა ხნით მათ შემდეგ გავმაჰმადიანდით.

ბერი კაცებისაგან გამიგონია, რომ შავშელნი მეტად ლაჩარი ხალხიაო, რასაც ეტყვი, იმას დაგიჯერებენო. ოსმალის მათ ძლიერ ეშინოდათ. იგინი მალე გამაჰმადიანდნენ და ცდილობდნენ, რომ ყველაფრით ოსმალებს დაჰგვანებოდნენო. ამიტომ ოსმალნი მათ არ ვნებდნენ, ქართულიც მიტომ დაივიწყეს თურმე.

აჭარელნი კი ასეთი არ იყვნენ. ესენი ოსმალებს ასი წელიწადი ებრძოდნენ ქვეყნის დაჭერის დროს, მერე რჯულის გამოცლის გამო ქონდათ ჩხუბი, ხოცვა, ჟლეტა-წყვეტა და სისხლის ღვრა. ყოფილა ისეთი დრო, რომ ესენი ოსმალოს სისხლს დალევდნენ ომის დროს და ნამეტურ მაჭახლელნი. ამათ მოაბეზრეს ოსმალნი; იგინი ვერას აწყობდნენ. ამ საუკუნეშიაც აჭარლებმა ოსმალნი კინაღამ გარეკეს აქედან, ომი ასტეხეს და ოსმალოს ბევრი ჯარის კაციც მოუკლეს. ოსმალმა დიდის ტანჯვით და შრომით გაათათრა აჭარელნი, მაგრამ სრულიად მაინც ვერ მიიმხრო თვისკენ, ამათში ქართული ენა ვერ მოისპო, მცირედაცვერაფერი ავნო.

ოსმალებმა აჭარლებს ბევრნაირად დაუწყეს პატივისცემა, სულთანს თავის მცველებად ყოველთვის აჭარლები ჰყვანდა და მათში ზოგნი ფაშობამდისაც მიაღწევდნენ. აჭარელს რომ ესურვა ოსმალოს სამსახურში შესვლა და რამე ადგილის შოვნა, იგი მალე მიაღწევდა თავის წადილს, რადგანაც ოსმალთა აჭარლებისთანა ყაჩაღი ქვეშევრდომი იშვიათად ჰყვანდა, და ამიტომაც აჭარლებს სიამოვნებით აძლევდნენ უპირატესობას. ამ უპირატესობის მინიჭებით აჭარელი მიაღწევდა თავის მიზანს, იგი ხდებოდა სადმე მთელი მაზრის უფროსად, და ისიც შუაგულს და განაპირს ოსმალოს ხალხსა და ქალაქებში. ყველა ეს პატივსადები მხარეები ოსმალთაგან აჭარელთათვის იმ მიზნით იყო შემოღებული, რომ ამ ოსტატობით და აჭარლების დაყვავებით აჭარაში მაჰმადიანობა მტკიცე ნიადაგზე დამყარებულიყო, აჭარელი ოსმალოს ერთგული გამხდარიყო და როცა საჭირო იქნებოდა, მაშინ იგი დაუზოგავად გამოსულიყო ბრძოლის ველზე მტრის წინ საომრად. ოსმალთა მიაღწიეს თავიანთ წადილს, აჭარლებს ქართული ყველაფერი ამოაცალეს, სული, გული, გრძნობა და ხასითიც კი. მხოლოდ ვერ ამოაცალეს ქართული ენა და ვგონებ ამის ამოცლას ისინი მალე ვერც მოახერხებენ თუმცა 1850 წლების შემდეგ აქაც იწყეს მედგრად მოქმედება და მოღვაწეობა ქართული ენის წინააღმდეგ.

ოსმალთა ხოჯა-მოლები და თვით ქართველ გვარის ხოჯებიც აჭარელთ ისე აღიზიანებდნენ ქართველებს, რომ ქართველთ თვით სისხლის დალევასაც კი უქადაგებდნენ. მაინც მათ მიაღწიეს საწადელს და აჭარლებს ისე შეაძულეს ქართველობა რომ ერთმა მაჰმადიანმა ქათამაძემ აჭარ წყალზედ დაიკვხა: რომ მაჭახელში, ერთი ქართველი მოკლეს ჩვენებმა, ის იყო მეც მივედი და ურჯულო ფეთქამდა, ხელი შეუშვირე, მისი სისხლი დავლიე და თან ასე უთქვამს:- „უჰ, ძლივს არ მეღირსა ურჯულო ქართველის სისხლის დალევა“, ეს მე თვითონ მოვისმინე მისგან.»

მწუხარებები, რომლებიც ქართველ ხალხს დაატყდა თავს, გახდა ხალხში უთანხმოების მიზეზი, რასაც მოწმობს ძველი მცხოვრებლების მიერ ჭიჭინაძესთვის მონათხრობი ამბები.კამათი ეხებოდა ამ ამბებში მთავარ მომენტს- რატომ დაუშვა ღმერთმა მართლმადიდებელთა თანჯვა. შეიძლება თუ არა ამაში ქრისტიანობის და მისი ღმერთის სისუსტე დავინახოთ? გამომდინარეობს თუ არა აქედან ისლამის უპირატესობა ქრისტიანობაზე. რადგან თურქები ხომ არწმუნებდნენ ქართველებს, რომ სწორედ ალაჰი უწინამძღვრებს მათ ქრისტიანებზე გასამარჯვებლად. ისინი კი, ვინც რწმენით სუსტები იყვნენ, ღებულობდნენ ამ არგუმენტს და ეთანხმებოდნენ მათ. ეჭვ გარეშეა, რომ ასეთი კამათები არ იყო უნიკალური მოვლენა ზუსტად ამ ეპოქისთვის და რაიონისთვის. მსგავსი საუბრები იმართებოდა ყველა დროში, როდესაც ქრისტეს სიტყვები სრულდებოდა: „ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაჲ ბოროტი თქუნდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე დევნნეს წინასწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა. მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყჳდნენ თქუენ, და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათჳს. და მაშინ დაჰბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინა-განსცემდენ და სძულობდენ ურთიერთას. და მრავალნი ცრუ-წინაწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნებდენ მრავალთა. და განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს“. მოგავიანებით, ბოლშევიკური დევნის დროს იგივე კითხვები წარმოიჭრება მართლმადიდებლურ რუსეთში: რატომ დაუშვა უფალმა ეკლესიების დანგრევა, მღვდლების და ბერების მკვლელობები? რატომ გახდა მისი ეკლესია დევნილი მართლმადიდებლურ ქვეყანაში.იგივი შეკითხვას იგივე პასუხი გაეცემა: რწმენიდან განდგომის გამო. ძველი მცხოვრებლების მოწმობით, იგივე პასუხი გაისმის იმ დროში, შუასაუკუნეებში, საქართველოს სამხრეთ ნაწილში. რწმენისგან განდგომა, მცირედმორწმუნეობაში და რიტუალის რწმენაში გამოხატული სარწმუნოება მიიყვანს დევნულებამდე, ხოლო დევნულება მისცემს ეკლესიას ახალ შემართებას- ათასობით წმინდანი შევა ცათა სასუფეველში. თანამედროვე სამყაროც, ისევ წარმართობისკენ გადახრილი, შეიძლება გადარჩენილი იყოს სწორედ მათი ლოცვით-იმათი ლოცვებით, ვინც ბოლომდე დაითმინა„ თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა-მე დაიმარილოს? არღარა შემძლებელნ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ.

ამბავი, რომელიც ჩაწერილია შავშეთის ძველი სოფლების -გარკილუფშის, შვმთას, ჯვარების და ივეთის სოფლების ძველი მცხოვრებლების მონაყოლიდან:

ზემოთ მოთხრობილი ისტორია ბევრ კითხვას ბადებს. მასში წარმოდგენილი გაბრაზებული ქრისტიანების სახე, რომლებიც „აოხრებდნენ ქვეყანას“ და თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ტერორიზმით იყვნენ დაკავებულნი მაჰმადიანობაში გადასული თანამაემამულეების მიმართ , ქრისტიანობისთვის არ არის დამახასიათებელი. ისტორია არ აიცნობს მსგავს შემთხვევებს ქრისტიანთა მხრიდან ასეთ გარემოებებში, რადგანაც მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლა, თუნდაც რწმენის მორალატეების, ეწინააღმდეგება ქრისტეს მცნებებს. გასათვალისწინებელია, რომ ეს ისტორია მუსულმანის მიერ არის მოყოლილი და თურქული მხარის ოფიციალურ ვერსიას წარმოადგენს. ამასთან ერთად, ჩვენ არ გვაქვს სხვა წყაროები, ეს კი ნიშნავს , რომ შეგვიძლია გავიაზროთ ის და ვივარაუდოთ, რა მოხდა სინამდვილეში.

ამასთან ერთად ცრუ ბრალდებები ქრისტიანთა მიმართ,როგორც საბაბი დევნისთვის უკვე ძველი რომის დროიდან არის ცნობილი და იგივეს ვხედავთ დღევადნდელ დღესაც, როდესაც ხდება ისლამისტების მხრიდან ქრისტიანთა დევნა სირიაში და ერაყში. ასეთი პრაქტიკა ძალიან პოპულარულია თურქეთის ისტორიაში. ისტორია არ იცნობს ქრისტიანთა მიერ მუსულმანების მასშტაბურ ხოცვას, თუმცა იმავე დროს იგივე პრაქტიკა ხშირად ხდებოდა მუსულმანთა მხრიდან ქრისტიანთა მიმართ.

უცნაურია ამ ისტორიაში ისიც, რომ თურქეთის მთავრობამ ვერ შეძლო აღმოეჩინა ქრისტიანთა კვალი ამ „დივერსიაში“. როგორც წესი, ხისგან დამზადებული ნაგებობის გადანახერხის პოვნა ადვილია, თუმცა თურქული მხარე, რომელსაც სურდა ქრისტიანთა დადანაშაულება, ვერ მოახერხა ამის გაკეთება. ქრისტიანთა „მხილება“ კი ააგეს ერთი ადამიანის ჩვენებებზე, რომელიც, როგორც ამბობენ, ისლამში გადავიდა. ეს გახდა დევნის მიზეზი. თვითონ დამსმენის ისტორია კი ძალიან ჰგავს სახარებაში აღწერილ იუდას საქმეს.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რადგანაც ქრისტიანთა დანაშაულებრივი ქმედების დამამტკიცებელი საბუთი ვერ იპოვეს და თან ამასთან ერთად ხმები დადიოდა ღვთის სასჯელის შესახებ, დანაშაულებებიც საერთოდ არ ყოფილა. იყო მხოლოდ მთავრობის მცდეობა ცილი დაეწამათ ქრისტიანებისთვის, რათა ამით აეხსნათ ისლამში ახალმოქცეულთათვის ის ღვთის რისხვა, რომელიც თავს დაატყდათ და თან საბაბი მიეღოთ ახალ დევნისთვის. არ გვაქვს რა საკმარისი მტკიცებულებები, ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ ეს.თუმცა ეს ვერსია უფრო დამაჯერებელი ჩანს, რადგანაც უამრავი მტიცებულება არსებობს თურქეთის ისტორიაში, როგორც ოსმალური, ასევე მომდენო პერიოდში. თუ ეს ვერსია სწორი აღმოჩნდება, მაშინ შეგვეძლება ისიც ვთქვათ, ის უბედურებები, რაც ისლამში გადასულებს ემართებოდათ, იყო სასწაულებრივი ნიშანი,რომელიც ყველას მიერ ვერ იქნა აღქმული, ხოლო რადგანაც რელიგიურმა და საერო ხელისუფლება შეეცადა გაევრცელებინა თავისი ვერსია, ჩვენამდეც სწორედ ამ ვერსიამ მოაღწია.

1) ისტორიული მხარე კოლა- დიდწილად მოგვაგონებს ართაანის მხარეს, თუმცა ამ უკანასკნელის სამხრეთით არის განლაგებული, ქედის და უღელტეხილის მიღმა. დაახლოებით 50 კილომეტრი სიგრძისაა აღმოსავლეთიდან დასავლეთით. ცენტრში მდებარეობს ქალაქი გელე(კოლა), რომლიდანაც დაბლობზე იშლება სამი გზა: არდაგანის, ოლტის და ყარსის. რაიონში არ არის არ ეკლესია, არც მონასტერი და ერთადერთი რამაც შეიძლება ყურადღება მიიქციიოს ეს არის მტკვარის სათავე.

2) თორთომი- უძველესი ქართული ციხესიმაგრე ტაოს ისტორიულ მხარეში, რომელიც ახლა მდებარეობს თურქეთის ერზრუმში. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ციხესიმაგრე თურქეთის ამ მხარეში. მდებარეობს ერთრუმი-ართვინის ტრასის ოდნავ მოშორებით, ამიტომაც გზაზე მიმავალთაგან ცოტა თუ ვინმე ხედავს, თუ წინასწარ არ იცის მისი მდებარეობის შესახებ.

3) ტაოსკარი- ახლანდელი თურქეთის ქალაქი olur. მდებარეობს ერზრუმის პროვინციის მხარე > თურქეთის აღმოსავლეთ ანატოლიაში.